გადადი მთავარ შიგთავსზე

kalkulator.ge-ის შესახებ

kalkulator.ge ქართულენოვანი ონლაინ კალკულატორების კრებულია. პროექტი მარტივი დაკვირვებიდან დაიბადა: ინტერნეტში ათასობით კალკულატორია, მაგრამ ქართულად — თითქმის არცერთი, ხოლო ის, რაც არის, ხშირად მანქანური თარგმანია, საქართველოს რეალობასთან შეუსაბამო განაკვეთებით.

დღეს საიტზე 27 ხელსაწყოა. ფინანსური კალკულატორები საქართველოში მოქმედ განაკვეთებს ითვალისწინებს — 18%-იან დღგ-ს, 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო სქემის შენატანებს.

როგორ ვამოწმებთ ფორმულებს

თითოეული კალკულატორის გვერდზე ცალკე განყოფილებაა „წყაროები“, სადაც მითითებულია პირველწყარო: სამეცნიერო სტატია, საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია ან საქართველოს კანონმდებლობა. ეს იმისთვის, რომ შედეგი თავად შეძლო გადამოწმება და არა უბრალოდ ენდო.

მაგალითად, კალორიების კალკულატორი მიფლინ-სენტ ჟეორის 1990 წლის განტოლებას იყენებს, სხეულის მასის ინდექსი — ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციას, ერთეულების გადამყვანი კი NIST-ისა და BIPM-ის ოფიციალურ კოეფიციენტებს.

მონაცემები და კონფიდენციალურობა

ყველა გამოთვლა შენს ბრაუზერში სრულდება — შეყვანილი ციფრები სერვერზე არ იგზავნება და არსად ინახება. რეგისტრაცია არ არსებობს, ანგარიშის შექმნა არ გჭირდება.

საიტზე სარეკლამო ქსელის კოდი არ დგას. ვიზიტების ზოგადი სტატისტიკისთვის — რომელი კალკულატორია პოპულარული და საიდან მოდიან ვიზიტორები — გამოიყენება Google Analytics. ის ქუქი-ფაილებს იყენებს და მონაცემებს დაჯგუფებულად, კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე აგროვებს. კალკულატორებში შეყვანილი ციფრები ანალიტიკაში არ ხვდება.

თუ არ გინდა, რომ ვიზიტი დაითვალოს, ქუქი-ფაილები ბრაუზერის პარამეტრებიდან დაბლოკე ან დააყენე Google-ის ანალიტიკის გამორთვის დანამატი. კალკულატორები ამის შემდეგაც სრულად იმუშავებს.

გაფრთხილება

შედეგები საინფორმაციო ხასიათისაა. ფინანსური კალკულატორები ბანკის ოფიციალურ შეთავაზებას არ ცვლის — ეფექტური განაკვეთი, საკომისიოები და დაზღვევა ინდივიდუალურად განისაზღვრება. ჯანმრთელობის კალკულატორები კი სკრინინგის ინსტრუმენტია და არა დიაგნოზი: ნებისმიერი შემაშფოთებელი მაჩვენებლის შემთხვევაში მიმართე ექიმს.